მთავარი იდეა-რა არის ბავშვის მიმართ ძალადობა? გაწუხებთ ძალადობის საკითხი? როგორ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია? როგორ მოვიქცეთ?
მნიშვნელობა-აქტუალობა-იცოდნენ თავიანთი უფლებები. ის, რომყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ზიანის მიყენების,შეურაცხყოფის და ძალადობისგან.აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის,ჯანმრთელად გაზრდის და განათლების მიღების უფლება.ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს შეიძინონ ცოდნა იმის შესახებ, რომ ძალადობა ბავშვის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მრავალი ფორმით.მაგ.ფიზიკური ძლადობა,ემოციური ძალადობა,სექსუალური ძალადობა დ უგულებელყოფა.ამ პროექტის დახმარებით მოსწავლეები შეიძენენ საკუთარი უფლებების გამოყენების უნარ-ჩვევებს.
მიზნები და შედეგები-მოსწავლეებმა მიიღონ თეორიული ცოდნა ძალადობის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში მოძალადის ქცევის შესახებ,შეძლონ მისი ამოცნობა და უსაფრთხოების
ზომების დაცვა. მიიღონ ცოდნა კრიზისში, გადაუდებელიდახმარების საჭიროების მქონე ბავშვების შესახებ,შეძლონ მათთვის დროული და ეფექტური დახმარების აღმოჩენა და შეიძინონ ცოდნა ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის შესახებ, რათა
შეძლონ მომხდარი ძალადობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შესახებ.
მოვიძიოთ ინფორმაცია,სურათები ან ფილმები, რომელიც ასახავს ძალადობას ბავშვებზე სხვადასხვა ადგილებსა და გარემოებებში. ტესტები მშობლებისათვის.
შეფასების საგნები და პროცედურები-აქტიურობის მიხედვით,წინასწარი ცოდნის მართებულად და ეფექტურად გამოყენების მიხედვით, დაკვირვების, ანალიზის და შესაბამისი ინფორმაციის მოძიების მიხედვით.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ-იცოდნენ ბავშვების უფლებები. წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია რომელიმე თანატოლზე ან თანაკლასელზე, რომლის უფლებებიც ირღვევა ოჯახში.იცოდნენ ძალადობის სახეობები და ის, თუ როგორ დაიცვან თავი კონკრეტულ შემთხვევაში ანმოძებნონ გამოსავალი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები-წიგნები,რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ბავშვთა ძალადობაზე, ილუსტრაციები, ბროშურები.ისტ-ის საშუალებები.
სასწავლო პროექტის მსვლელობა-რა არის ბავშვის მიმართ ძალადობა?გაწუხებთ ძალადობის საკითხი? როგორ მოვიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა?
კლასს დავყოფ ორ ნაწილად წინასწარ ინფორმირებულნი და არაინფორმირებულნი. შეგვიძლია მოვიწვიოთ მშობლები,წინასწარ გამზადებული ტესტების საშუალებით ჩავატაროთ ტესტირება, დავნიშნოთ მსაჯი,რომელიც მოახდენს დაკვირვებას მოსწავლეების აქტიურობაზე.შედეგების მისაღწევად მოსწავლეებს დავყოფ სამ ეტაპად: პროექტის განმახორციელებელნი,პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელნი და შესაბამისი რესურსების მომპოვებელნი. ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება სამი საათი.
No comments:
Post a Comment